პროექტი შემუშავებულია COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს მიერ

წესები და პირობები

წინამდებარე ვებგვერდი (შემდგომში - "ვებგვერდი") ეკუთვნის შპს "კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია"-ს და მის აფილირებულ პირებს (შემდგომში - "ჩვენ") და მომხმარებელი (ნებისმიერი პირი (შემდგომში - "თქვენ"), რომელიც შედის და სარგებლობს ვებგვერდით), ვებგვერდზე შემოსვლით და მისი გამოყენებით, ადასტურებს, რომ ის გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.

ვებგვერდს აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დაამუშაოს თქვენი ის პერსონალური მონაცემები (შემდგომში -"პერსონალური მონაცემ(ებ)ი"), რომელთა გამჟღავნება თქვენს მიერ ვებგვერდზე ვიზიტისას თქვენივე მითითებით და შესაბამისი ღილაკის მონიშვნით ხდება. მონაცემების დამუშავება მოხდება მათი მოწოდებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია ჩვენს მიერ ჩვენი სერვისების ან/და პროდუქტის შემოთავაზება, სიახლეების, განახლებების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ვებგვერდზე ჩვენს მიერ განთავსებული ინფორმაციის წყარო, რიგ შემთხვევებში, არის მესამე პირი და ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მის სისწორეზე. თქვენ უფლებამოსილი ხართ, გადაამოწმოთ მითითებული ინფორმაცია იმ საკონტაქტო არხების მეშვეობით, რომელიც მითითებულია ვებგვერდზე ან დამატებით, კონკრეტულ მასალაში. იმ შემთხვევაში, თუ არ გაითვალისწინებთ წინამდებარე ინსტრუქციას, ამგვარი ქმედებით დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი იქნებით მხოლოდ თქვენ.

ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ან/და შეცვალოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მონაცემთა ბაზა/მონაცემები, ფოტოგრაფიული ნაწარმოებები, რუკები, გეგმები, ესკიზები, ილუსტრაციები და ა.შ., აგრეთვე, მოახდინოს ნაწარმოების, მონაცემების ან სხვა მასალის რეპროგრაფიული გამრავლება/ასლების გადაღება, გავრცელება, დამუშავება და ა.შ. ნებისმიერი ასეთი ქმედება ჩაითვლება საავტორო უფლებების დარღვევად, რასაც, ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი პასუხისმგებლობა და სამართლებრივი შედეგი.

უფლებამოსილი ხართ, გაეცნოთ ვებგვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, თუმცა, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მომხარებლისათვის. აღნიშნული შეიძლება გულისხმობდეს ინფორმაციის წაშლას, ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეზღუდვას, სხვა ტექნოლოგიური პირობების ცვლილებას ან/და დაუძლეველი ძალის მოქმედებას, როდესაც მოკლებული ვართ შესაძლებლობას უზრუნველვყოთ ვებგვერდის შეუფერხებელი მუშაობა.

ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები, რასთან დაკავშირებითაც (მათ შორის, შეცვლილი ინფორმაციის შინაარსზე) თქვენ, ვებგვერდზე შემოსვლით და მისი გამოყენებით, ასევე, აცხადებთ თანხმობას.