განახლებული: 4 მაისი, 2020
საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს ტურიზმის სექტორის წილი საქართველოს მშპ-ში 8.1% იყო.
(წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია)
ადგილობრივ ტურიზმს მთლიან ტურიზმში მცირე წილი აქვს და 27%-ს შეადგენს (სასტუმროების სტუმრებში საქართველოს რეზიდენტების წილი, საქსტატი, 2018 წ). ამ მონაცემებით საქართველო ხვდება ქვედა მარჯვენა ჯგუფში (საბერძნეთის სიახლოვეს). მოსალოდნელია, რომ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამ კატეგორიაში მოხვედრილი ქვეყნების სასტუმროების ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ეკონომიკური აღდგენის პროცესი კი ხანგრძლივი იქნება.
განახლებული: 4 მაისი, 2020
საქართველო ტურისტებს უმეტესად მეზობელი ქვეყნებიდან იღებს. ტურისტების რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ჯამურად ევროკავშირის ქვეყნები. სამომავლო ტურისტული ვიზიტების პროგნოზირებისთვის, გასათვალისწინებელია აღნიშნულ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით და სავარაუდო პროგნოზი - როდის შეძლებენ ისინი ვირუსის გავრცელების შეკავებას.
განახლებული: 4 მაისი, 2020
აქტუალური ხდება ახალი სამიზნე ბაზრების შერჩევა, ვისთანაც ტურისტული დერეფნების გახსნა შედარებით უსაფრთხო იქნება. საქართველომ უკვე გააფორმა შეთანხმება ისრაელთან. ინფორმაციისთვის, 2019 წელს ისრაელიდან საქართველოში 202 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
ილუსტრაციაზე წარმოვდგინეთ პოტენციური ქვეყნები, ვისთანაც შესაძლოა ტურისტული დერეფნების განვითარება. ჯამურად მათი წილი მთლიან ტურისტულ ვიზიტებში 2019 წელს 7.5% იყო.
განახლებული: 4 მაისი, 2020
ამ ეტაპისთვის, საქართველო რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას. ეს საქართველოსთვის ცალსახა უპირატესობაა, თუმცა რეგიონის ქვეყნების გამოწვევები სავარაუდოა, რომ ჩვენზეც უარყოფითად აისახება.
დღიური დაინფიცირებულების რაოდენობა რუსეთში 10 ათასს აღწევს, ხოლო თურქეთში დაახლოებით 1,200-ს. თუმცა თურქეთი მეტად უკეთ ახერხებს პანდემიის მართვას.
აღსანიშნავია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ვირუსის გავრცელების პიკზე არიან, ხოლო ირანში დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა კვლავ გრძელდება.
განახლება: 21 მაისი, 2020 წ.
განახლებული: 4 მაისი, 2020
მთავრობის რეაგირების/შეზღუდვების ხარისხის ინდექსი ასახავს, თუ რა სიმკაცრის ხარისხის ზომები აქვს მთავრობას გატარებული პანდემიის პირობებში. ინდექსი დგება ისეთი ინდიკატორების ანალიზის საფუძველზე როგორიცაა: სატრანსპორტო შეზღუდვები, სამუშაოების დახურვა, სკოლების დახურვა, და ა.შ.
როგორც ილუსტრაციიდან იკვეთება, საქართველოს შემოღებული შეზღუდვები რეგიონის და დასავლურ ქვეყნებში ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ევროპული ქვეყნების შეზღუდვების ხარისხი დაახლოებით 60-80 ქულის კატეგორიაში ვარდება.
განახლება: 21 მაისი, 2020 წ.
განახლებული: 4 მაისი, 2020
საქართველოს მშპ-ს ეკონომიკურ საქმიანობებზე კრიზისს სხვადასხვაგვარი გავლენის ხარისხი აქვს. სასტუმრო & საკვები და ხელოვნება-გართობის საქმიანობები ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან, თუმცა ჯამურად მათი წილი მშპ-ში დაახლოებით 10%-ია. უფრო დიდი წილი აქვს ეკონომიკაში საბითუმო & საცალო ვაჭრობას (14%) და მშენებლობას (8.6%). ეს სექტორებიც მაღალი რისკის ზონაში ხვდებიან.
განახლებული: 4 მაისი, 2020
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა უმნიშვნელოდ, 0.2%-ით გაიზარდა და $1,267.7 მლნ შეადგინა. ინვესტიციების დაახლ 50% შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან, თურქეთიდან და ირლანდიიდან შემოდის (წინასწარი მონაცემები, საქსტატი). აღნიშნული ქვეყნების ვირუსთან ბრძოლის სტრატეგია და ინვესტირების პოლიტიკა გადამწვეტი იქნება FDI-ს შემოდინების გაგრძელებისათვის.
თუ გავიხსენებთ ბოლო 2008-2009 წლების კრიზისს და მის გავლენას პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, ჩანს რომ 2009 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 60%-ით შემცირდა.
განახლებული: 4 მაისი, 2020
2019 წელს (წინასწარი მონაცემებით) ინვესტიციები ხორცილდებოდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო სექტორი (20.6%), ენერგეტიკა (15.2%) და სასტუმრო და რესტორნები (12.4%). სასტუმროები და რესტორნები, ისევე როგორც სამშენებლო სექტორი, მაღალი რისკის ზონაში მყოფი სექტორებია. იზოლაციის პერიოდში მოსალოდნელია, სასტუმრო-რესტორნებისა და სამშენებლო მიმართულებით ინვესტიციები მნიშვნელოვნად შენელდება.
განახლებული: 4 მაისი, 2020
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.56 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.3%-ით აღემატება. რუსეთზე, თურქეთსა და იტალიაზე ფულადი გზავნილების დაახლოებით 60% მოდის. მოსალოდნელია, რომ კრიზისი აღნიშნულ ქვეყნებზეც აისახება, რაც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ფულადი გზავნილების შემცირებას განაპირობებს.
კვლავ თუ გავიხსენებთ ბოლო კრიზისს, 2009 წელს 2008 წელთან შედარებით ფულადი გზავნილების შემცირება 16%-ით მოხდა.
განახლებული: 20 ივნისი, 2020
საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსის სტატისტიკა აშშ დოლართან მიმართებით აგრძელებს ფლუქტუაციას. თუმცა საქართველოში ვირუსის გავრცელების შეკავებასთან ერთად, ლარის გამყარება დაიწყო. 30 აპრილის მონაცემებით, იანვრის მაჩვენებელთან შედარებით ლარი 11.8%-ით იყო გაუფასურებული აშშ დოლართან მიმართებით, 8 ივნისის მონაცემებით კი მხოლოდ 3.1%-ით არის გაუფასურებული. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათ უმეტესობაში კვლავ ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ეს ყოველივე აისახება მათი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე.
განახლება: 8 ივნისი.
განახლებული: 20 ივნისი, 2020
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში COVID-19-სგან გამოჯანმრთელების დადებითი ტენდენცია შეინიშნება. ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, საქართველო, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვთ COVID-19-ის აქტიური შემთხვევების კლების სახით. თუმცა, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, ბელარუსს, მოლდოვას, პოლონეთს და რუსეთს კი ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით უფიქსირდებათ ახალი შემთხვევები.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობის ფისკალური პოლიტიკა ხასიათდება მხარდამჭერი ქმედებებით იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ. მათ შორისაა, იაფი კრედიტები, საკრედიტო გარანტიები, საგადასახადო ‘არდადეგები’ მოწყვლადი სექტორებისათვის, იჯარის სუბსიდიები საწარმოებისათვის, ხელფასებისა და კომუნალური გადასახადების დაფინანსება, ერთჯერადი დახმარება უმუშევარი მოსახლეობის მხარდასაჭერად და სხვა.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, ქვეყნების უმეტესობის ძირითადი სტრატეგია კონცენტრირებულია კომერციულ უძრავ ქონებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარეები შექმნილი მდგომარეობიდან გამოწვეული მიზეზებით ვერ იყენებენ დაქირავებულ ქონებას, არაერთი ქვეყნის სახელმწიფო უფლებას აძლევს მათ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეაჩერონ ან გადაავადონ იჯარის გადახდა. თანხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, არ არის დაშვებული მეიჯარის მიერ მოიჯარის ფართიდან გასახლება ან მისი დაჯარიმება. ზოგიერთი მთავრობა ნაწილობრივ ასუბსიდირებს საიჯარო გადახდებს მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის, ან იპოთეკური სესხების გადავადების უფლებას იძლევა.
ამ ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკაში საცხოვრებელ უძრავ ქონებას უფრო მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, ვიდრე კომერციულს. შესაბამისად, მთავრობის მიერ მიღებული დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა სწორედ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის საჭიროებებს პასუხობს და მისი საქმიანობის ხელშეწყობისაკენ არის მიმართული. აღნიშნული გეგმა მოიცავს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას, მათზე გაცემულ გარანტიებს, მიმდინარე მშენებლობების დასრულების დაზღვევასა და დევნილი ოჯახებისათვის ბინების შესყიდვას. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც დეველოპერებს, ისე ახალაშენებული ბინების ინდივიდუალურ შემსყიდველებს, რომელთაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ.