პროექტი შემუშავებულია COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს მიერ

სასტუმროები

1.

განახლებული: 8 ივნისი, 2020

ჯამურად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სასტუმრო ოთახების 80%-ზე მეტი ადგილობრივ საშუალო კლასის და ბიუჯეტურ სასტუმროებზე მოდის, რომლებიც სავარაუდოდ მოწყვლადები იქნებიან კრიზისის მიმართ. სექტორის ექსპერტების აზრით, ყველაზე მაღალი მოთხოვნა საერთაშორისო სასტუმროების ბრენდებზე იქნება, რადგან მომხმარებლებს მეტი ნდობა აქვთ ცნობადი ბრენდების მიმართ.

მათ შორის საშუალო კლასის საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები მეტად შეძლებენ საქმიანობის სწრაფად აღდგენას, გამოდინარე იქიდან, რომ მათზე არჩევანს გააკეთებენ მოგზაურები ვისთვისაც მოგზაურობა აუცილებელი საჭიროებაა.

ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო მაღალი კლასის და მდიდრულ სასტუმროებს, მათ სავარაუდოდ ნელი ტემპით აღდგენის პროცესი ელოდებათ. კონკრეტულად კი მდიდრული ე.წ. Luxury სასტუმროები ყველაზე გვიან აღიდგენენ ძველი პერიოდის მაჩვენებლებს.

აღსანიშნავია, რომ პატარა ზომის სასტუმროები ნულოვანი მოგების წერტილს უფრო სწრაფად მიაღწევენ, მაგრამ ჯამურად ნაკლებ მოგებას ნახავენ, ხოლო დიდი ზომის სასტუმროებმა შედარებით მეტ მოგებას მიაღწევენ ნულოვანი წერტილის მიღწევის შემდეგ.

სასტუმრო ოთახების ამჟამინდელი მიწოდება კლასების მიხედვით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 2019 წ.
საერთაშორისო მაღალი კლასი
საერთაშორისო საშუალო კლასი
ადგილობრივი საშუალო კლასი
ბიუჯეტური
წყარო: კოლიერსი

2.

განახლებული: 8 ივნისი, 2020

საქართველოში, სასტუმროს ოთახების მიწოდების ყველაზე დიდი ნაწილი მოდის საზღვაო კურორტებზე, რომლებზეც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად აისახება მოსალოდნელი შემცირებული ტურისტული ნაკადები, ზაფხულის პერიოდში.

თუ შევხედავთ ბათუმის სასტუმროების ბაზრის მონაცემებს ვნახავთ, რომ ადგილობრივი ბრენდის საშუალო და ბიუჯეტური კლასის სასტუმროები, ჯამური მიწოდების 83%-ს შეადგენენ. იმ შემთხვევაში თუ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები არ გაიხსნება, აღნიშნულ სასტუმროებს მოსალოდნელია, რომ დაბალი მაჩვენებლები ექნებათ. ისინი მეტწილად ადგილობრივ ტურიზმზე იქნებიან დამოკიდებულნი. ზოგადი ტრენდის მიხედვით, საერთაშორისო ბრენდის საშუალო კლასის სასტუმროებს მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლებათ, თუმცა ბათუმში ასეთი სასტუმროების წილი მხოლოდ 8%-ია.

სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების ოთახების მიწოდება, კურორტის ტიპების მიხედვით, 2019 წ.
წყარო: კოლიერსი

3.

განახლებული: 8 ივნისი, 2020

საერთაშორისო სასტუმროების ოთახების სამომავლო მიწოდება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აჭარბებს 5,000 ოთახს, რომელიც დაგეგმილი იყო 2020-2023 წლების პერიოდში.

იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს მშენებლობის დასრულებას, დაახლოებით 2-3 წელი და ზოგ შემთხვევაში მეტი დროც ჭირდება, სასტუმროები რომლებიც გეგმარებით ან დაწყებით სამშენებლო ეტაპზე არიან, შესაძლებლობა აქვთ ჩვეულებრივ გააგრძელონ მშენებლობა, რადგან ისინი სავარაუდოდ ისეთ დროს გაიხსნებიან, როდესაც კრიზისი სრულად მართვადი ან სულაც დამთავრებული იქნება.

საერთაშორისო სასტუმრო ოთახების სამომავლო მიწოდება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში; 2020-2023
წყარო: კოლიერსი

მოლოდინები და შესაძლებლობები

2019 წელს ქართველების (გამყვანი ვიზიტორები) მიერ უცხოეთში განხორციელებულმა დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 2 მილიარდი ლარი შეადგენა, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 877 ლარი. შესაძლებელია, აღნიშნული ფულადი ნაკადების ადგილობრივი ტურიზმისკენ შემოტრიალება, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება სასტუმროს სექტორისთვის.
მსუბუქი პანდემიის პირობებში, სასტუმროების კონკურენტუნარიანობას განისაზღვრება იმით თუ რამდენად იქნებიან აღჭურვილნი სანიტარული დაცვის საშუალებებით და ექნებათ ახალი პროცედურები მათ სასტუმროში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აპრობირებული პრაქტიკა ხდება რობოტების გამოყენება, რომლებიც დახურულ სივრცეში ახდენენ დეზინფექციას. მნიშვნელოვანი იქნება ონლაინ მარკეტინგი და შეთავაზებების/პროდუქტების განახლება ლოიალური კლიენტებისა და ახალი სტუმრებისთვის.
დარგის ექსპერტების მიერ აქტიურად განიხილება, რომ სამომავლოდ, სასტუმროების სექტორი ტექნოლოგიური და თვითმომსახურების მიმართულებით განვითარდება და სერვისის კომპონენტში შემცირდება ფიზიკური კომუნიკაციის როლი.
დისტანცირების კულტურის შემოტანასთან ერთად, სასტუმროს რესტორნებიც ვალდებულნი ხდებიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანიცია მაგიდებს შორის, რაც რა თქმა უნდა შეამცირებს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას. ამასთან ერთად, სასტუმროს სტუმრებსაც შესაძლოა ერჩივნოთ, რომ საუზმე არა საერთო სივრცეებში, არამედ იზოლირებულად მიირთვან. გამომდინარე აქედან, სასტუმროს ოპერატორებმა შესაძლოა იფიქრონ, რომ უკეთესი მომსახურებისთვის ააწყონ საუზმის ოთახში მიტანის სერვისი.