პროექტი შემუშავებულია COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს მიერ

როდის და როგორ შეძლებენ სასტუმროები კრიზისიდან გამოსვლას?

უძრავი ქონების სერვისების საერთაშორისო კომპანია Colliers International Georgia-ს და პროექტ RECOV.GE-ს პირველი ვებინარი შედგა - „როდის და როგორ შეძლებენ სასტუმროები კრიზისიდან გამოსვლას?“ შეხვედრას წარუძღვნენ კოლიერს საქართველოს მმართველი პარტნიორი - ირაკლი კილაურიძე და კოლიერსის ბრიტანული ოფისის სასტუმროების მიმართულების ხელმძღვანელი - მარკ ფინი.

აღსანიშნავია, რომ მარკს აქვს უძრავი ქონების სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება და კარგად იცნობს საქართველოს ბაზარს, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა არაერთ მსხვილ პროექტზე საქართველოში, მათ შორის: ჰილტონ გარდენ ინი, შერატონ გრანდ მეტეხი პალასი, რედისონ ტელეგრაფი, რედისონ წინანდალი, სასტუმროები აბასთუმანში და წყალტუბოში. მისივე შემუშავებულია გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის ბიზნეს გეგმის და გენერალური გეგმის პროექტი.

შეხვედრაზე წარმდგენებმა განიხილეს სასტუმროების გლობალური ბაზრის გამოწვევები და სასტუმროების გახსნის ოპტიმალური სტრატეგიები. ასევე, საქართველოსთვის მიზნობრივი ბაზრებიდან ვიზიტორების მოზიდვის შანსები, საერთაშორისო ოპერატორებთან კონტრაქტების გადახედვის საჭიროებები და ახალი სასტუმროების მშენებლობის პერსპექტივები 2020 წლისთვის.

გამოკითხვის შედეგები