პროექტი შემუშავებულია COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს მიერ

გართობა

1.

დღესდღეობით, 45-ზე მეტი სპორტული დარბაზი და დაახლოებით 10 იოგას ცენტრი ფუნქციონირებს. ბაზარზე დომინირებს საშუალო კლასის ფიტნეს ცენტრები, როგორც რაოდენობრივად, ასევე დაკავებული ფართობის მიხედვით, 14,680 კვ.მ, რაც ბაზრის 53%-იან წილს შეადგენს.

სპორტული დარბაზების რაოდენობა. 2013-2019
2.

ვინაიდან თბილისის ბაზარი უფრო და უფრო ხალხმრავალი ხდება, საკვების ხარისხი, ფულის ღირებულება, მომსახურება და ადგილმდებარეობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებლების შენარჩუნებისათვის.

წყარო: კოლიერსი
3.

კაზინოებისა და მასპინძლობის ინდუსტრიების სიმბიოზი მომგებიანს ხდის სათამაშო ადგილების მქონე სასტუმროებს. 2014 წელს 2 მილიარდი ლარის, ხოლო 2018 წელს დაახლოებით 13.8 მილიარდი ლარის ბრუნვა მიუთითებს შემოსავლების ექსპონენციალურ ზრდაზე.

კაზინოების ბრუნვა საქართველოში (მილიონი/ლარი)
წყარო: კოლიერსი
ჩამოტვირთვა
საქართველოში არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული დესტინაციების დიდი რაოდენობა. სათამაშო სექტორი განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებს შორის და ის მუდმივად ფართოვდება სასტუმროების რაოდენობის ზრდასთან ერთად. თუმცა, პანდემიით გამოწვეული ტურისტული ინდუსტრიის ბოლოდროინდელი ვარდნა ართულებს ადეკვატურად პროგნოზირებას, თუ როგორი ტენდენცია ექნება სექტორს მომავალში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისი ღამის კლუბებმა ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო მედიაში და გააძლიერა თბილისის და საქართველოს პოზიციები აუცილებლად სანახავ ადგილთა სიაში. აღნიშნული სექტორი ფართოვდება, მრავალფეროვანი კლუბებით, რომლებიც სთავაზობენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და ფართო აუდიტორიაზე მორგებულ ფესტივალებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში დიდი რაოდენობით არის კაზინოები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იღებენ შემოსავალს, სხვა აქტივობები ძირითადად ზაფხულის სეზონით შემოიფარგლება.
პანდემიამდე, გართობის ბაზრის ყველა სეგმენტის და ტურისტების ნაკადის სტაბილური ზრდა სამომავლოდ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნიდა. თუმცა, 2020 წლის დასაწყისში Covid-19-ის პანდემიის მიერ მოულოდნელად გართულებული სიტუაციის გამო მომავალი ბუნდოვანი ხდება. აქედან გამომდინარე, სანამ სექტორის პერსპექტივების პროგნოზირებას შევეცდებით, საჭიროა დაველოდოთ და დავაკვირდეთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები არსებული გლობალური კრიზისის დასაძლევად.