პროექტი შემუშავებულია COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს მიერ

საცხოვრებელი

1.

დღესდღეობით, თბილისში 374 საცხოვრებელი პროექტი არის მშენებარე, რაც თბილისის საცხოვრებელი ქონებების მიწოდებას გაზრდის 2.6 მილიონი კვ.მ-ით და 38,000 ბინით.

აქტიური დეველოპერული პროექტები, 2019 წლის მონაცემებით
2.

ახალაშენებული საცხოვრებელი პროექტების ტრანზაქციების რიცხვი დაეცა ქუთაისში 24.5%-ით, თბილისში კი - 7.4%-ით, მაშინ როცა ბათუმში 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო დიდი მასშტაბის მქონე დეველოპმენტების განხორციელებით.

ტრანზაქციების რაოდენობა ახალ პროექტებში
2018
2019
3.

ბათუმში პრემიუმ კატეგორიის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი თბილისთან შედარებით მაღალია.

პრემიუმ სეგმენტის ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი (აშშ დოლარი/კვ.მ)
ბათუმი
თბილისი
ჩამოტვირთვა
საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი ტენდენციები აჩვენებს, რომ თბილისში ბაზარმა კლება განიცადა, რადგან 2019 წელს ტრანზაქციების რაოდენობა, ისევე როგორც ბაზრის ზომა შემცირდა. იპოთეკური სესხებზე განხორციელებული რეგულაციებისა და ვალუტის გაუფასურების გამო, ახალაშენებული ბინების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნებოდა. გამოწვევების მიუხედავად, გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
თბილისისგან განსხვავებით, იპოთეკურ სესხებზე დაწესებულმა რეგულაციებმა დიდი გავლენა ვერ იქონია ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნის დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მოდის. ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ტრანზაქციების რაოდენობაში. ამასთანავე, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რაც დაკავშირებულა პრემიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რიცხვის მნიშვნელოვნად ზრდასთან. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი უახლოვდება თბილისის ბაზარს, პრემიუმ კლასის ახალ აშენებულ ბინებზე დაფიქსირებული ტრანზაქციების მოცულობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, პრემიუმ სეგმენტში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი თბილისთან შედარებით საგრძნობლად მაღალია.
პროგნოზები უარყოფითია საშუალო სეგმენტის საცხოვრებელი ბაზრისთვის ტრანზაქციების რაოდენობისა და ფასების მხრივ. სავარაუდოდ, ეს გაზრდის სპეკულაციურ გარიგებებს ამ კატეგორიაში ფასების შემცირების გამო.
ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი უფრო მეტად მოწყვლადია Covid-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის მიმართ. ბათუმში ახალ აშენებულ ბინებზე გაზრდილი მოთხოვნა უკავშირდებოდა უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც იქ საცხოვრებელ ქონებას ყიდულობდნენ. შემცირებული ტურიზმისა და ძირითად ბაზრებზე მსყიდველობითი უნარის კლების გამო, მოსალოდნელია, რომ ბათუმის საცხოვრებელ ქონებებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდება.
საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც მთავრობა 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4% -ს დაასუბსიდირებს. სუბსიდია გაიცემა ისეთ სესხებზე, რომლებიც არ აღემატება 200,000 ლარს და შეეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე შეიძენს უკვე აშენებულ ან მშენებარე ბინას. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს მიმდინარე მშენებლობის დასრულებას.