ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,603 ერთეული შეადგინა და გასული წლის აპრილთან შედარებით 12.7%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 28.3%-ით, 310 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა და 1,292 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 27.4%-ით 85 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის მარტში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 33.4%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (38.7%), ისე მეორეულ ბაზრებზე (26.7%). ტრანზაქციების რაოდენობა 22.8%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. 2026 წლის მარტში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ძირითადად განპირობებულია გასულ წელს პოლიტიკური არასტაბილურობით გამოწვეული დაბალი პერფორმანსით ბაზარზე.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით ქალაქის ცენტრში 8.3%-ით, გარეუბნებში კი 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო ფართო ცენტრში კი 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო ფართო ცენტრში შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნის წილის ზრდით. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 6.8%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.4%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია ქალაქის ცენტრში შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნის წილის ზრდით. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 4.2% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 3.9%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა და 1,227 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 33.4%-ით 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
05.2026
ბათუმში 2026 წლის მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის მარტთან შედარებით 9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,302 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 8.6%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 7.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
05.2026
ბათუმში 2026 წლის მარტში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის მარტთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 41.8%-ით მოიმატა. ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე მოხდა, სადაც მაჩვენებელმა 15.8%-ით მოიმატა, ხოლო პირველად ბაზარზე 0.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით ქალაქის ცენტრში 8.3%-ით, გარეუბნებში კი 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო ფართო ცენტრში კი 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო ფართო ცენტრში შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნის წილის ზრდით. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 6.8%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,913 ერთეული შეადგინა და გასული წლის მარტთან შედარებით 30.9%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 36.3%-ით, 321 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა. 
საცხოვრებელი
03.2026
2026 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,801 ერთეული შეადგინა და გასული წლის თებერვალთან შედარებით 20.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 34.4%-ით, 311 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
03.2026
2026 წლის თებერვალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (23.9%), ისე მეორეულ ბაზრებზე (18.5%). ტრანზაქციების რაოდენობა 15.7%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც.