ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
12.2025
2025 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,773 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 2.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 12%-ით, 299 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 
საცხოვრებელი
12.2025
2025 წლის ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 18.4%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 2.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდა მოხდა ძირითადად ჩუღურეთისა და ისანის ხარჯზე, ფასის ზრდაზე გავლენა იქონია, რამდენიმე ტრანზაქციამ, ერთ კონკრეტულ პროექტში, რომელთა გარეშეც ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 8.8% შეადგინა.
საცხოვრებელი
12.2025
ბათუმში 2025 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 25%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,347 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 32.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 15.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მეორეულ ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასის მნიშვნელოვანი ძირითადად დაფიქსირდა ძველ ბათუმსა და რუსთაველის უბნებში, რაც ძირითადად გამოწვეული იყო უცხოელი მყიდველებისგან ინტერესის ზრდით. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 12.1%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით შემცირდა ძველ პროექტებში.
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 11.8%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 25.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.3%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 17.4% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.4%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 13.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 9.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,178 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 25.2%-ით, 336 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და 1,625 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 26.9%-ით 100 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
11.2025
ბათუმში 2025 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 14.9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 21.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
11.2025
ბათუმში 2025 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,292 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ორ მსხვილ პროექტში ერთიანად დარეგისტრირდა წლების განმავლობაში გაყიდული ბინები (125-მდე ტრანზაქცია), რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 9.4%-ით მოიმატა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,054 ერთეული შეადგინა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 14.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 25.1%-ით, 310 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.  შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობამ 1.2%-ით მოიმატა ძველ პროექტებშიც.