მეტავერსის ვირტუალური უძრავი ქონება ახალი, ზრდადი და განვითარებადი ბაზარია. მიწების შეზღუდული რაოდენობისა და ზრდადი მოთხოვნის პარალელურად, ყოველდღიურად მატულობს ვირტუალურ რეალობაში დაბანდებული კაპიტალი, შესაბამისად მიწებისა და შენობების შესყიდვისა და იჯარის ტრანზაქციების რაოდენობა რეპრეზენტატულ ნიშნულებს აღწევს.
ვირტუალური უძრავი ქონების ორი ლიდერი პლატფორმის “Decentraland”-ისა და “Sandbox”-ის ტრანზაქციებზე დაკვირვების შედეგად, გთავაზობთ ვირტუალური უძრავი ქონების დინამიურ კვლევებს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ თვალი ადევნოთ ვირტუალური ეკონომიკის განვითარებას და განსაზღვროთ მისი პოტენციალი.
სიახლე
მეტავერსი
05.2022
2022 წლის უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ვირტუალური უძრავი ქონების ორ მოწინავე პლატფორმაზე (Decentraland; Sandbox) დაკვირვებით, ტრანზაქციის საშუალო ღირებულება შემცირდა და $4,000 შეადგინა. ფასის ვარდნა უკავშირდება კრიპტო ვალუტის გაუფასურებას, რომლითაც პლატფორმებზე ვაჭრობა ხორციელდება.
მეტავერსი
03.2022
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ბაზარი მკვეთრად გაიზარდა, ის ჯერ არ არის მასობრივი. ვირტუალურ უძრავ ქონებაში რამდენიმე 10 ათასი ადამიანი არის ჩართული, თუმცა, Facebook-ის Meta-ს მასაზე გაყვანა 3D ვირტუალური სამყაროს პოპულარობას მრავალჯერ გაზრდის, რაც ლოგიკურია, რომ განაპირობებს ვირტუალური უძრავი ქონებით დაინტერესებული სეგმენტის რაოდენობის ზრდას.
მეტავერსი
02.2022
ბაზარი მკვეთრად გაიზარდა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში, მას შემდეგ, რაც Facebook-მა წარადგინა Meta. მხოლოდ ნოემბერში ბაზრის ღირებულება გაუტოლდა 133 მილიონ დოლარს, ხოლო შემდეგ შედარებით ისევ შემცირდა, თუმცა 2022 წლის იანვარში ღირებულებამ შეადგინა 85 მილიონი დოლარი, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 10-ჯერ მეტია.
მეტავერსი
12.2021
ვირტუალური უძრავი ქონების ბაზრის ღირებულებამ 2021 წელს შეადგინა 501 მილიონი დოლარი. ეს თანხა წარმოადგენს ტრანზაქციებში ასახული ვირტუალური უძრავი ქონების ჯამურ ღირებულებას.