ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
06.2026
2026 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 1,324 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 22.2%-ით 87 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2026
2026 წლის მაისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (11.4%), ისე მეორეულ ბაზრებზე (20.7%). მეორეულ ბაზარზე ზრდის 40% მოდის სამგორის უბანზე. ტრანზაქციების რაოდენობა 5.1%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის მაისში მხოლოდ 11.4% იყო.
საცხოვრებელი
06.2026
2026 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 10.6%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 29.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის ცენტრში ფასებმა ძირითადად პირველადი ბაზრის ხარჯზე მოიმატა, რადგან ერთდროულად დარეგისტრირდა რამდენიმე ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციები. ხოლო, მეორეულ ბაზარზე ქალაქის ცენტრში 11.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 14.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2026
ბათუმში 2026 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის მაისთან შედარებით 3.3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 7.3%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა 13.4%-ით გაიზარდა მეორეულ ბაზარზე, ხოლო პირველად ბაზარზე 8.5%-იანი კლება დაფიქსირდა. უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის მაისთან შედარებით გაიზარდა და 49% შეადგინა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 59% უცხოელ მყიდველებზე მოდის.
საცხოვრებელი
06.2026
2026 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,787 ერთეული შეადგინა და გასული წლის მაისთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 32.4%-ით, 334 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა. 
საცხოვრებელი
06.2026
ბათუმში 2026 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის მაისთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,323 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 4.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება
საცხოვრებელი
06.2026
2026 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით ქალაქის ცენტრში 23.5%-ით, ფართო ცენტრში 3%-ით, ხოლო გარეუბანში 11.6%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 16%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრში ფასების მნიშვნელოვანი ზრდაზე გავლენას ახდენს დარეგისტრირებული ტრანზაქციების მცირე რაოდენობა.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის აპრილში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 14.6%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (10.7%), ისე მეორეულ ბაზრებზე (20.4%). ტრანზაქციების რაოდენობა 6.2%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის აპრილში მხოლოდ 10.7% იყო.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა და 1,292 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 27.4%-ით 85 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,603 ერთეული შეადგინა და გასული წლის აპრილთან შედარებით 12.7%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 28.3%-ით, 310 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.
საცხოვრებელი
05.2026
2026 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აპრილთან შედარებით ქალაქის ცენტრში 11%-ით, ფართო ცენტრში 10%-ით, ხოლო გარეუბანში 6.2%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 10.6%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
05.2026
ბათუმში 2026 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის აპრილთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 5.4%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად (+13.3%), ისე მეორეულ (+11.6%) ბაზრებზე. უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის აპრილთან შედარებით გაიზარდა და 47% შეადგინა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 90% უცხოელ მყიდველებზე მოდის.