ბათუმში 2025 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15.4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,231 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 24.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 10.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
01.2026
ბათუმში 2025 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 44.2%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 15.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად 75.2%-ით გაიზარდა. მეორეულ ბაზარზე კი 18.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე 170 ტრანზაქცია სახელმწიფომ დაირეგისტრირა. მეორეულ ბაზარზე კი ქართველი მყიდველების რაოდენობა არ მომატებულა, და ზრდა მთლიანად უცხოელი მყიდველებით იყო განპირობებული.
საცხოვრებელი
01.2026
2025 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 15.4%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 10.4%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 24.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 2.9%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში.
საცხოვრებელი
01.2026
2025 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 42%-ით გაიზარდა და 1,830 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 65.4%-ით 116 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2026
2025 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 7.7%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - მცირე 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2026
2025 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,495 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 12.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21.8%-ით, 350 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2026
2025 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 17.9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 21.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 24%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 8.2%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
12.2025
2025 წლის ნოემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 9.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა ძველ პროექტებში.
საცხოვრებელი
12.2025
2025 წლის ნოემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 22.2%-ით გაიზარდა და 1,550 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 45.1%-ით 97 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
12.2025
2025 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,773 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 2.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 12%-ით, 299 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
12.2025
ბათუმში 2025 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 25%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,347 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 32.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 15.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მეორეულ ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასის მნიშვნელოვანი ძირითადად დაფიქსირდა ძველ ბათუმსა და რუსთაველის უბნებში, რაც ძირითადად გამოწვეული იყო უცხოელი მყიდველებისგან ინტერესის ზრდით.
შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
12.2025
2025 წლის ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 18.4%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 2.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდა მოხდა ძირითადად ჩუღურეთისა და ისანის ხარჯზე, ფასის ზრდაზე გავლენა იქონია, რამდენიმე ტრანზაქციამ, ერთ კონკრეტულ პროექტში, რომელთა გარეშეც ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 8.8% შეადგინა.