ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის ივნისში ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი მაჩვენებელი გაორმაგდა და 256 ერთეული შეადგინა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 17%-ით, 1,504 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 18%-ით 63 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის ივნისში ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტში და 595 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა ეკონომ და პრემიუმ სეგმენტებში მაჩვენებელი, შესაბამისად, 2% და 10%-ით შემცირდა.
საცხოვრებელი
06.2022
ბათუმში 2022 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უნიშვნელოდ, 4%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 856 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 663 აშშ დოლარს გაუტოლდა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,854 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 33%-ით, 980 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 22%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში ტრანზაქციების მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 95%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს რომ მედიუმ სეგმენტში ზრდის დაახლოებით 24% შესაძლოა უკავშირდებოდეს წლის პირველ ნახევარში დეველოპერული პროექტების ჩაბარებას ან დასრულებას. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში, ფართო ცენტრში კი - 7%-ით. ძველ ბინებს რაც შეეხება, გარეუბნებში 7%-იანი ზრდა ფიქსირდება, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი - 6%.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 34%-ით, 7,272 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 30%-ით 304 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, ძველ ბინებზე კი მაჩვენებელი 72%-ით, 1,156 ერთეულამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტში და 2,742 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა ეკონომ და პრემიუმ სეგმენტებში მაჩვენებელი, შესაბამისად, 19% და 17%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2022
ბათუმში 2022 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უნიშვნელოდ, 4%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 856 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 663 აშშ დოლარს გაუტოლდა.