ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იანვართან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 10.4% და 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 3.2%-ით, 1,049 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 17.4%-ით 57 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2024 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 29.2%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა 29.2%-ზე დიდი კლება 2012 წლიდან მხოლოდ პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 1%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 19%-ით, 1,426 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 28%-ით გაიზარდა და 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც დაკავშირებულია პირველადი ტრანზაქციების (დეველოპერის მიერ გაყიდვები) 26%-იან ზრდასთან, (მეორეული ტრანზაქციები 2%-ით შემცირდა). გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 16%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,039 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 16%-ით, 292 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 
საცხოვრებელი
01.2025
ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 16%-იანი კლება დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15,034 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 778 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.