ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38.4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია. ამ პროექტის გარეშე ზრდა კი 23.3%-ს შეადგენს.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 20.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, 10.5%-ით - გარეუბნებში, ხოლო ქალაქის ცენტრში 7.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 8.8%-ით გაიზარდა
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივნისთან შედარებით 23.1%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 9.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6.7%-ით მოიმატა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის ივნისში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 9.3%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 25.1%-ით გაიზარდა და 1,357 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 41.5%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 19%-ით იყო შემცირებული.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 8.8%-იანი ზრდა ფიქსირდება, ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში, გასული თვეებისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენცია შეინიშნა - 2024 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 16.6%-ით არის გაზრდილი. ზრდის ეს ტრენდიც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 4.8%-ით, 7,129 ერთეულამდე, გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 16.1%-ით გაიზარდა და 397 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,363 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21.5%-ით, 253 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 21%-ით იყო შემცირებული.
შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4.8%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 14.8%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი
07.2025
ბათუმში 2025 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 7.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 15.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,205 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 0.6%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 11%-ით, 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
07.2025
ბათუმში 2025 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,184 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 20%-ით, 1,169 აშშ დოლარამდე, გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში. ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.