ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
07.2024
2024 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,049 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 21%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 13%-ით, 212 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. 
საცხოვრებელი
06.2024
2024 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 9%-ით, 1,261 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომამ კი 7%-ით იკლო და 62 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
06.2024
2024 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 0.5%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 8% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
06.2024
ბათუმში 2024 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,090 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 1%-ით, 724 აშშ დოლარამდე შემცირდა.
საცხოვრებელი
06.2024
2024 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი
06.2024
ბათუმში 2024 მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
06.2024
2024 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,225 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. 
საცხოვრებელი
06.2024
2024 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 5% და 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
05.2024
2024 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,355 ერთეული შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 32%-ით, 217 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 
საცხოვრებელი
05.2024
2024 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 7%-ით, 1,263 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 26%-ით გაიზარდა და 67 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
05.2024
2024 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 12% და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
05.2024
2024 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.