ბათუმში 2025 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 26.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი, გასული თვეებში არსებული კლების ტრენდისგან განსხვავებით, 11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდის ეს ტრენდიც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 25.1%-ით გაიზარდა და 1,357 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 41.5%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 19%-ით იყო შემცირებული.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,363 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21.5%-ით, 253 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 21%-ით იყო შემცირებული.
შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
07.2025
ბათუმში 2025 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,185 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (9.4%), ასევე მეორეულ ბაზარზე (10.3%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 20.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, 10.5%-ით - გარეუბნებში, ხოლო ქალაქის ცენტრში 7.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 8.8%-ით გაიზარდა
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 8.8%-იანი ზრდა ფიქსირდება, ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში, გასული თვეებისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენცია შეინიშნა - 2024 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 16.6%-ით არის გაზრდილი. ზრდის ეს ტრენდიც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივნისთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9.8%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 6.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2025
ბათუმში 2025 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,184 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 20%-ით, 1,169 აშშ დოლარამდე, გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში. ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4.8%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 14.8%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,205 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 0.6%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 11%-ით, 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 4.8%-ით, 7,129 ერთეულამდე, გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 16.1%-ით გაიზარდა და 397 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.