2025 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,205 ერთეული შეადგინა და წინა წლის თებერვალთან შედარებით 8.9%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 0.6%-ით, 234 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
საცხოვრებელი
03.2025
2025 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა და 1,177 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 13.1%-ით 64 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
03.2025
ბათუმში 2025 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 9.4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 16.9%-იანი კლება დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
03.2025
2025 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 6.2% და 5.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
03.2025
2025 წლის თებერვალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 2%-იანი კლება ფიქსირდება. გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის თებერვალთან შედარებით მაჩვენებელი 27.2%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი
03.2025
ბათუმში 2025 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14.4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,189 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 8.8%-ით, კვ.მ.-ზე 1,099 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
03.2025
2025 წლის თებერვალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 20.4%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 7.1%-ით მოიმატა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის თებერვალში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 3.9%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2024 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 29.2%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა 29.2%-ზე დიდი კლება 2012 წლიდან მხოლოდ პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იანვართან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 10.4% და 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
02.2025
ბათუმში 2025 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,892 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 7.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 2.9%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 3.2%-ით, 1,049 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 17.4%-ით 57 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.