2025 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა და 1,895 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 68.3%-ით 116 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 29.2%-ით გაიზარდა და 4,876 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 57%-ით 300 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2025
ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 27.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,350 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 48.8%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 10.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთიანად დარეგისტრირდა 460-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია ახალ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 14.9%-ით მოიმატა.
შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
10.2025
ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 37.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 18.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 58.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 13.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 5.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 11.6%-იანი ზრდა დაფიქსრიდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობამ 1.2%-ით მოიმატა ძველ პროექტებშიც.
საცხოვრებელი
10.2025
ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,327 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 55.1%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის სექტემბერში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 17.6%-ით მოიმატა.
შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 17.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 16.6%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 17.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობამ 8.3%-ით მოიმატა ძველ პროექტებშიც.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 5.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10,655 ერთეული შეადგინა და წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 4.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 17.1%-ით, 827 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,054 ერთეული შეადგინა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 14.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 25.1%-ით, 310 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 5.6%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.9%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, , ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.6% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.6%-ით გაიზარდა.