ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 34%-ით, 7,272 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 30%-ით 304 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, ძველ ბინებზე კი მაჩვენებელი 72%-ით, 1,156 ერთეულამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის პირველ ნახევარში ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტში და 2,742 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა ეკონომ და პრემიუმ სეგმენტებში მაჩვენებელი, შესაბამისად, 19% და 17%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2022
ბათუმში 2022 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უნიშვნელოდ, 4%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 856 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 663 აშშ დოლარს გაუტოლდა.
მეტავერსი
05.2022
2022 წლის უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ვირტუალური უძრავი ქონების ორ მოწინავე პლატფორმაზე (Decentraland; Sandbox) დაკვირვებით, ტრანზაქციის საშუალო ღირებულება შემცირდა და $4,000 შეადგინა. ფასის ვარდნა უკავშირდება კრიპტო ვალუტის გაუფასურებას, რომლითაც პლატფორმებზე ვაჭრობა ხორციელდება.
საცხოვრებელი
05.2022
2022 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,398 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 69%-ით, 168 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა
საცხოვრებელი
05.2022
2022 წლის მაისში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 66%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 39%-ით არის გაზრდილი 2021 წლის მაისთან შედარებით.
საცხოვრებელი
05.2022
2022 წლის მაისში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებელი 44%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 274%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
05.2022
თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ყველაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქის ფართო ცენტრში - 14%-ით, გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი - 10% და 3%-ით. ძველ ბინებს რაც შეეხება, კვლავ ფართო ცენტრში ფიქსირდება ყველაზე დიდი ზრდა - 12%, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში კი 8% და 5%.
საცხოვრებელი
05.2022
2022 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. გასული წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 70%-ით, 1,436 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 66%-ით 59 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
05.2022
ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 69%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი 74%-იანი ზრდა დაფიქსირდა
საცხოვრებელი
05.2022
ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსრიდა ახალაშენებული ბინების ყველა სეგმენტში. ეკონომ სეგმენტის ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა 63%-ით გაიზარდა, მედიუმ და პრემიუმ ბინებზე კი - 71% და 84%-ით, შესაბამისად