ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
11.2022
2022 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 51%-ით, 1,630 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 46%-ით გაიზარდა და 68 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
11.2022
ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46%-იანი ზრდა დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
11.2022
ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში მოთხოვნა ახალაშენებულ მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მნიშვნელოვნად, 85%-ით და 59%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი მოთხოვნის 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
11.2022
ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 879 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, 708 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,831 ერთეული შეადგინა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 42%-ით, 196 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 29%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში მოთხოვნის გაორმაგებით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 167%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 16%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი - 15%-ით. რაც შეეხება გარეუბნებს, 11%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 47%-ით, 1,627 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 57%-ით 74 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
ბათუმში 2022 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 51%-ით გაიზარდა, ძველ ბინების შემთხვევაში კი 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2022
ბათუმში 2022 წლის სექტემბერში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე თითქმის გაორმაგდა და 311 ერთეული შეადგინა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი შესაბამისად, 55% და 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2022
ბათუმში 2022 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 886 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსრიდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 678 აშშ დოლარს გაუტოლდა.