2022 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 117%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 10%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
11.2022
2022 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 11%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
საცხოვრებელი
11.2022
2022 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
11.2022
2022 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 51%-ით, 1,630 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 46%-ით გაიზარდა და 68 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
11.2022
ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
11.2022
ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში მოთხოვნა ახალაშენებულ მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მნიშვნელოვნად, 85%-ით და 59%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი მოთხოვნის 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
11.2022
ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 879 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, 708 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,831 ერთეული შეადგინა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 42%-ით, 196 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 29%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში მოთხოვნის გაორმაგებით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 167%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 16%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი - 15%-ით. რაც შეეხება გარეუბნებს, 11%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 47%-ით, 1,627 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 57%-ით 74 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.