ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 167%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 16%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი - 15%-ით. რაც შეეხება გარეუბნებს, 11%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 47%-ით, 1,627 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 57%-ით 74 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
ბათუმში 2022 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 51%-ით გაიზარდა, ძველ ბინების შემთხვევაში კი 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2022
ბათუმში 2022 წლის სექტემბერში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე თითქმის გაორმაგდა და 311 ერთეული შეადგინა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი შესაბამისად, 55% და 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2022
ბათუმში 2022 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 886 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსრიდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 678 აშშ დოლარს გაუტოლდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის გასული 9 თვის მდგომარეობით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 31,023 ერთეული შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 35%-ით, 1.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 24%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 16%-ით არის გაზრდილი.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის გასული 9 თვის მდგომარეობით, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 137%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის ბოლო 9 თვის მონაცემებით, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა თბილისის ცენტრსა და ფართო ცენტრში, გარეუბნებში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2022
2022 წლის ბოლო 9 თვის მონაცემებით ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 37%-ით, 12,094 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 34%-ით 503 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2022
ბათუმში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა, ძველ ბინების შემთხვევაში კი 44%-იანი ზრდა დაფიქსირდა.