ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
რითეილი
04.2022
თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები შედარებით მოწყვლადი აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, გაზრდილი ვაკანტურობის კოეფიციენტისა და შემცირებული საიჯარო მაჩვენებლების კუთხით. პეკინის გამზირი შედარებით რეზისტენტული აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, კვ.მ-ზე 32 აშშ დოლარის საიჯარო მაჩვენებლითა და 6%-იანი ვაკანტურობის კოეფიციენტით.
რითეილი
04.2022
ეკონომიკური აქტივობისა და ტურისტული ნაკადების აღდგენასთან ერთად, თბილისის კომერციულ ბაზარზე დატვირთულობის და ბრუნვის მაჩვენებლის აღდგენა შეინიშნება.
საოფისე
04.2022
პანდემიის პირობებში თბილისში საერთო სამუშაო სივრცეების დატვირთულობა 61%-ს შეადგენდა. ახალი სივრცეების გასხსნის შედეგად გაზრდილი ტევადობის პარალელურად, 2021 წელს დატვირთულობის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდა.
საოფისე
04.2022
ვაკანტურობის კოეფიციენტმა 21% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით.
საოფისე
04.2022
2021 წელს თბილისის თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საშუალო შეწონილმა იჯარამ კვ.მ-ზე 14.8 აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წელთან შედარებით სტაბილურობა შეინარჩუნა.
საოფისე
04.2022
ჰიბრიდული სამუშაო პროცესის პრაქტიკის დანერგვის პარალელურად, 2021 წელს თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში უპრეცენდენტო ათვისების მაჩვენებელი დადგა (2018 წლის მაქსიმალურ ნიშნულს გადააჭარბა).
საცხოვრებელი
04.2022
გაცემული სამშენებლო ნებართვების მიხედვით, შემდგომ 2022-2025 წლებში მიწოდების სტრუქტურა გარეუბნების სასარგებლოდ მცირედით იცვლება, ხოლო ცენტრალურ უბნებში სამომავლო მიწოდების პროცენტული წილი მცირდება.
საცხოვრებელი
04.2022
მოკლე ვადიან პერიოდში მოსალოდნელია საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, რაზეც დამატებით გავლენას რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტები მოახდენს.
საცხოვრებელი
04.2022
2021 წელს მნიშვნელოვნად იკვეთება ფასების ზრდის ტენდენცია, რაც ძირითადად განპირობებულია სამშენებლო პროდუქტებზე ღირებულების ზრდით, ეკონომ სეგმენტზე მოთხოვნის ზრდით და რეგულაციების შედეგად გაზრდილი დანახარჯებით.
საცხოვრებელი
04.2022
თბილისის გარეუბნებში 2012 წელთან შედარებით, 2021 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა გასამმაგდა, ფართო ცენტრსა და ცენტრალურ უბნებში კი გაორმაგებული მაჩვენებელი ფიქსირდება.
საცხოვრებელი
04.2022
ბოლო 10 წელში ქალაქის ცენტრში ძველ პროექტებში ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება.
საცხოვრებელი
04.2022
ბოლო ათწლეულში თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების ღირებულება მზარდი ტრენდით ხასიათდება და 2021 წელს 11%-ით გაიზარდა 2012 წელთან შედარებით.